"ღარიბაშვილს ვთხოვ ყურადღება მოგვაქციოს, დაგვიბრუნოს შვილი" - დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 12 აპრილს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება. განსახილველ თემებს შორის იქნება, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო წვრთნები.

დღევანდელი შეხვედრის შედეგს განსაკუთრებულად ელოდებიან გატაცებული მამუკა ჩხიკვაძისა და ლევან მაჩაბლის ოჯახები, რომელთაც ცხინვალის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

მაჩაბლის ოჯახი დახმარების თხოვნით მთავრობასა და საპატრიარქოს მიმართავს.

"ვითხოვ ჩემი შვილის დაბრუნებას, ჰყავს შვილი, რომელიც ყოველ დღე მეკითხება მამა სად არის. მთავრობას ვთხოვ, ღარიბაშვილს ვთხოვ, რომ მოგვაქციოს ყურადღება, ნუ დატოვებს ჩვენ მიმართვას გულგრილად, მასაც ჰყავს შვილები, მასაც ჰყავს ოჯახი, დაგვიბრუნოს", - ამბობს მანანა მაჩაბელი, ლევან მაჩაბლის დედა.

მამუკა ჩხიკვაძის ადვოკატი განმარტავს, მან ევროსასამართლოს უკვე მიმართა და საქმეს ადგილობრივი სასამართლოები განიხილავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი