გვიან ღამით დაბრუნდნენ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ექიმები უკრაინიდან საქართველოში. მათთან ერთად იმყოფებოდა ოკუპანტების მიერ, რამდენიმე თვის წინ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.
"მათ დაგვანახეს, როგორც შეიძლება გაერთიანება. მთელი უკრაინის მოქალაქეები ჩართული არიან ოკუპანტების წინააღმდეგ. ჩვენი ჩასვლა მორალურადაც დახმარება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, სერიოზული დახმარება შევძელით",- ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ისინი ივანო ფრანკოვსკის ოლქში იმყოფებოდნენ,სადაც უკრაინელებს მედიკამენტები და პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები მიაწოდეს. ექიმების თქმით,იყვნენ დაჭრილებიც. როგორც ისინი ყვებიან, ქალაქში სადაც იმყოფებოდნენ, არაერთხელ ჩაირთო განგაშის სიგნალები და რამდენჯერმე ბუნკერში ჩასვლაც მოუწიათ.
"უპირველესად რაც ჩავატარეთ და მიმაჩნია კარგად, ეს იყო ტრენინგები. გვაქვს დიდი გამოცდილება ომის - როგორ უნდა მოხდეს ტრიაჟი, როგორ უნდა გადავანაწილოთ პაციენტები. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია და დღეში 2-3 ჯერ იყო განგაში და მოგვიწია ჩასვლა თავშესაფარში",-ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
ცნობისთვის, ქართველი ექიმები უკრაინაში 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.