ქუთაისში ენმ პროკურატურას მიმართავს | ჩინოვნიკებმა სოციალური შემწეობების სახით, 360 000 ლარამდე თანხა აიღეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ითხოვენ, რომ საგამოძიებო ორგანო ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესდეს.

გიგა შუშანიამ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ფულს, ფინანსურ ჯილდოსთან და ხელფასებთან ერთად ინაწილებენ.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 360 000 ლარამდე თანხა სოციალური შემწეობების სახით აიღეს საჯარო მოხელეებმა, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები აქვთ.

"2019-2020 წლებში ქუთაისის მერია მილიონობით ლარის გაფლანგვით იყო დაკავებული. საკუთარ თავებს სოციალურად დაუცველის სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ. 22 მილიონიანი ახალი ავტობუსები შეძენიდან 9 თვეში 582-ჯერ გაფუჭდა... არ არსებობს დანაშაული, რომელიც აუდიტის დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართეთ გამოძიებას",- ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი ენმ-დან, გიგა შუშანია. 

ცნობისთვის, აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არაჯეროვნად სრულდება, ხოლო ტრანსპორტი მუდმივ შეკეთებას საჭიროებს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი