დონბასში აპრილის ბოლოსთვის საომარი მოქმედებები გაძლიერდება - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

აპრილის ბოლოსთვის აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები გაძლიერდება. რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას დონეცკსა და ლუგანსკში, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში - წერს უკრაინული მედია ბრიტანეთის დაზვერვის 12 აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით.
დაზვერვის ინფორმაციით, აღმოსავლეთში ბრძოლები გაძლიერდება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში.

ცნობილია, რომ რუსეთი დონბასის რეგიონში ინტენსიურად აგრძელებს საბრძოლო პერსონალისა და აღჭურვილობის დაგროვებას.

„რუსული თავდასხმები ფოკუსირებული იქნება უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, შემდგომი ბრძოლები ხერსონისა და მიკოლაივის რაიონებში და განახლდება წინსვლა კრამატორსკში“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტს თავის სამხედროები ბელარუსის ტერიტორიიდან გადაჰყავს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი