უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტ იარაღს მიიღებს.
ერმაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, 27-ვე ქვეყანამ, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ამ პროცესს კი ევროკავშირი აჩქარებს.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას...ევროკავშირი აჩქარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ერთად გავიმარჯვებთ",- წერს ერმაკი