მარიუპოლში, სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებით მოწამლულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - აზოვის პოლკი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში, ჯერჯერობით დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია - ინფორმაციას აზოვის ბატალიონის წარმომადგენლები ავრცელებენ. 

მათი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან მისი გამოყენების  ეპიცენტრი მოსახლეობისგან დაშორებულია

შედარებით, ახლოს იყვნენ უკრაინელი სამხედროები. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სამხედრო მოსამსახურე, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა, კიდევ ორი კი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. დაზარალებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ხანდაზმულ ქალი.

მოწამლულებს ძირითადად აღენიშნებათ სახის სიწითლე, არტერიული წნევა, სიმშრალე და გულძმარვა.

სავარაუდოდ ქიმიური იარაღი რუსეთმა მარიუპოლში გუშინ გამოიყენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი