"ოსკარი" - ევროპოლი სანქცირებული რუსული აქტივების მოსაძებნად სპეციალურ ოპერაციას იწყებს

გამოქვეყნდა:

ევროპოლი Eurojust-თან, Frontex-თან და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად იწყებს ოპერაცია "ოსკარს", რომელიც სანქციების ქვეშ მყოფი რუსული აქტივების ძიებას ისახავს მიზნად.

ოპერაცია მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს მთელ რიგ ცალკეულ გამოძიებებს.

"ოპერაცია ოსკარის ფარგლებში, ევროპოლი ხელს შეუწყობს პარტნიორების ინფორმაციისა და დაზვერვის გაცვლას და უზრუნველყოფს ოპერატიულ მხარდაჭერას რიგ ფინანსურ გამოძიებებში, რომლებიც მიმართულია კრიმინალური აქტივების და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლაზე. 

ევროპოლი გააანალიზებს ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ ყველა ინფორმაციას საერთაშორისო კავშირების, კრიმინალური ჯგუფებისა და ეჭვმიტანილების, ასევე ახალი კრიმინალური ტენდენციებისა და ნიმუშების გამოსავლენად. ევროპოლი შემდგომში გაუწევს მხარდაჭერას გამოძიებას, ასევე ოპერატიულ კოორდინაციას, სასამართლო და ტექნიკურ ექსპერტიზას და ფინანსურ მხარდაჭერას შესაბამის ეროვნულ ორგანოებს.

Eurojust აქტიურად იქნება ჩართული ოპერაციაში სტრატეგიული და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის გზით. გარდა ამისა, Eurojust გაუწევს იურიდიულ დახმარებას და მხარდაჭერას და გააძლიერებს თანამშრომლობას ეროვნულ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს შორის."- ვკითხულობთ ინფორმაციაში

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი