იქნებ გაიგოთ ვისი დამსახურებაა EU-ში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა - სამადაშვილმა "ოცნებას" უკრაინაში, ომის ფოტოები აჩვენა

გამოქვეყნდა:

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს სხდომაზე უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები აჩვენა და უთხრა, რომ სწორედ ამ ვითარების დამსახურებაა  საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადაცემა და არა ქართული ოცნების.

დეპუტატის თქმით, დღეს თუ ვინმე საუბრობს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ერთადერთ რეალობას ეფუძნება - რომ მსოფლიოში მორალური ფაქტორები გახდა მთავარი.

"ორი დღეა გვესმის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან წარმოუდგენელი განცხადება, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის გადმოცემა არის რომელიმე თქვენგანის დამსახურება. ამიტომ ახლა ძალიან გთხოვთ კარგად შეხედოთ ამ ფოტოებს და გაიხსენოთ და ეგება გაიგოთ, ვისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გადმოგვეცა ევროკავშირის კითხვარი, ეს არის ამ ხალხის დამსახურება, 180 ბავშვის, რომელიც რუსეთმა მოკლა უკრაინაში, 1 800 მშვიდობიანი მოქალაქის, რომელიც რუსეთმა მოკლა უკრაინაში, 5 მილიონი ლტოლვილის, რომელიც გამოიქცა საკუთარი სახლებიდან", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ ადამიანებს "ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირობებს უყენებს, რა პირობით ჩავლენ სამძიმარზე, სოლიდარობის გამოსახატად. 

მან მოუწოდა ხელისუფლებას უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე ჩავიდეს, ასევე, მიიღონ რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერაზე, რომელიც ოპოზიციამ შეიმუშავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი