კრემლი ანტიუკრაინული კამპანიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა, ავრცელებს.
დაზვერვა წერს, რომ კრემლი ტერაქტების სერიას, რუსულ დასახლებებში საცხოვრებელი კორპუსების, საავადმყოფოებისა და სკოლების აფეთქებით გეგმავს.
"რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით, ასევე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში
თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსი ოკუპანტები ეცდებიან ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები დაადანაშაულონ.
"რუსეთში მობილიზაციის გეგმის ჩავარდნა აიძულებს პუტინის რეჟიმს ბინძური სცენარების განხორციელებას, რათა ემოციურად შეარყიოს რუსული საზოგადოება და კიდევ უფრო მეტად მოახდინოს მისი კონსოლიდირება უკრაინელების წინააღმდეგ. ამისთვის ისინი გეგმავენ რუსული საცხოვრებელი სახლების აფეთქებებს ან სარაკეტო თავდასხმებს, რათა ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები დაადანაშაულოს, რათა შექმნას "უკრაინელი ნაციონალისტების სიმხეცის ემოციური სურათი". სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტერაქტები საზოგადოებისთვის ისე იყოს მიწოდებული, როგორც შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის" - ამბობს ბუდანოვი