უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა რუსი მედესანტე ფსკოვიდან, რომელმაც მცირეწლოვანი ბავშვი გააუპატიურა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ლიეტუვის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები და ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და კიდევ ბავშვი. საშინელებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ასე იყო. ეს ადამიანიც კი, ეს რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი პსკოვიდან, იდენტიფიცირებულია. მედესანტე თუ სპეცრაზმის ოფიცერი, რომელმაც ეს ვიდეო გაუგზავნა ამხანაგებს, ვიდეო, თუ რას უკეთებდა ბავშვს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ მსგავსი ქმედებები იქნება დაკავშირებული ამის შემდეგ, რუსეთის არმიასთან.