ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში შექმნა დიდებული რამ, ბნელია ქმედება, რაც ჩაიდინეთ თქვენ - პროკურორი ბრალდებულებს

გამოქვეყნდა:

"დაცვა ამბობს რომ ბრალდება ცდილობს თეთრზე დაამტკიცოს შავი, მე გეტყვით რა არის ნათელი და ბნელი. ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში მოახერხა და შექმნა დიდებული რამ, ბნელი არის ის ქმედება რაც ჩაიდინეთ თქვენ" - ამ სიტყვებით მიმართა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ კავილაძესა და ჭელიძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს და არ არის გამორიცხული დღესვე გახდეს ცნობილი ბრალდებულების განაჩენიც.

სასამართლო სხდომას ესწრება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედაც, რომელმაც დარბაზში შესვლამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ საქმეში ფიგურირებენ სხვა ახალგაზრდებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი