"მოვედით, შევამოწმეთ, გევიხედე და მამა ვახტანგი... კაი ხალხია ესენიო და ვაკურთხეო ოფისიო" | ხმაური და დაპირისპირება "ალტ-ინფოს" ახლადგახსნილ ოფისთან

გამოქვეყნდა:

"მოვედით, შევამოწმეთ, გევიხედე და მამა ვახტანგი... კაი ხალხია ესენიო და ვაკურთხეო ოფისიო" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე საუბრობს.

პარტიის ახალი ოფისის წინ, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ორგანიზაციის ფუნქციონირება მშვიდობიანად გააპროტესტეს, თუმცა აქციის მონაწილეებს, "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს, პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი პარტიის წევრები, მათ შორის სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცნობისთვის, წინა ორ შემთხვევაში მოქალაქეების აქტიურობის შედეგად კონსერვატიული მოძრაობის ოფისები დაიხურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი