სტატუსში გამოთქმული აზრის გამო იხარჯება სახელმწიფო რესურსი, სისულელე და სიგიჟეა - მშვილდაძე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხეს. მშვილდაძე სუს-მა Facebook პოსტის გამო დაიბარა.

საქმე ეხება მშვილდაძის 4 აპრილის პოსტს. ბუჩაში რუსული სისასტიკის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, პრემიერის მიუღებელი განცხადების გამო მშვილდაძემ დაწერა, რომ ღარიბაშვილი უნდა გადამდგარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი შეიკრიბებოდა და კანცელარიას დალეწავდა.

"თავისთავად ფაქტი, რომ სტატუსში გამოთქმული აზრის გამო ასე იხარჯება სახელმწიფო რესურსი, რომ რაიმე გადატრიალება ხო არაა დაგეგმილი, რომ ესენი არკვიონ, ეს სისულელე და სიგიჟეა. რაღაც მოდელირებული რეალობა, რომლისკენაც ღუნავს ხელისუფლება, თითქოს აქ რაღაც სახელმწიფოს მტრების ჯგუფი არსებობს, რომლებსაც გადატრიალება უნდათ გადატრიალებისთვის",-თქვა მიშა მშვილდაძემ გამოკითხვის შემდეგ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე მორიგი გამოძიება 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული მშვილდაძე. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი