უდიდესი ეკონომიკური ზარალი რუსეთში | გაუფასურებული რუბლი და კომპანიები დეფოლტის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული აგრესორი ქვეყანა უდიდეს ეკონომიკურ ზარალს ითვლის. რუსეთის რკინიგზა პირველი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა. სავალუტო რეზერვები მიუწვდომელია, შესაბამისად კომპანიას არ აქვს საშუალება, ასობით მილიონი დოლარის დავალიანება გადაიხადოს, რუსეთის ეროვნული ვალუტაში ანგარიშსწორებაზე კი მოსკოვმა უარი მიიღო.

უკიდურესად გაუფასურდა რუბლიც. პუტინის რეჟიმს ხელიდან ეცლება ეკონომიკის მთავარი საყრდენიც. ენერგომატარებლების ექსპორტიდან შემოსული მილიარდობით დოლარი. პარალელურად სულ უფრო მასშტაბური ხდება სანქციები და იზრდება იმ ქვეყნებისა და ცნობილი ბრენდების რაოდენობა, ვინც რუსეთთან თანამშრომლობაზე საბოლოოდ თქვა უარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი