"შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ვადები დამოკიდებულია რა თქმა უნდა, გარკვეულ პროტოკოლურ ნაწილთან.
დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა პრაქტიკულად დღეს ხვალ რეჟიმში, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული"
აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.