რუსულ აგრესიას უკრაინელების ნაწილი თავს თბილისში აფარებს. საქართველოში ისინი ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად ჩამოდიან. მათი უმრავლესობა რუსული ბომბების გამო უსახლკაროდაა დარჩენილი. ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურეს.
აცხადებენ, რომ თითქმის ყველა სახლი ფაქტობრივად ფერფლადაა ქცეული. მთავართან საუბარში იხსნებენ, როგორ უყურებდნენ საკუთარი თვალით ომს, როგორ ხედავდნენ მათ თავზე გადაფრენილ რაკეტებს, აფეთქებულ შენობებს, დახვრეტილ ადამიანებს. თითოეულ აქ ჩამოსულ უკრაინელს ჰყავს ახლობელი, რომელიც შეეწერა პუტინის რეჟიმის სისასტიკეს.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი