რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს - ფინური მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს - ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ვრცელდება ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს, რომ ჰელსინკის მიმართულებით 2 ერთეული სანაპირო დაცვის მობილური სისტემა გადაადგილდება.

მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრები დაიწყო, არ არის გამორიცხული, ფინელების დაშინების მიზნით, მსგავსი ვიდეოების გავრცელება გახშირდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კრემლში განაცხადეს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება "არ გააუმჯობესებს" ევროპის უსაფრთხოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი