ჩერკასის ოლქში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც უკრაინელი სამხედროების შესახებ მონაცემებს აგროვებდა

გამოქვეყნდა:

ჩერკასის ოლქში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც უკრაინელი სამხედროების შესახებ მონაცემებს აგროვებდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა შეაგროვა მონაცემები რეგიონში სამხედრო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ. გარდა ამისა, მან რუს ოკუპანტებს უკრაინული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კოორდინატები მიაწოდა. 

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმატორი საკუთარ სახლში დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლითაც დაკავებულმა მტერს ინფორმაცია გაუგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი