უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 1 892 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 2 558 კი დაშავდა. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 478 კაცი, 308 ქალი, 30 გოგონა და 52 ბიჭი, ასევე, 71 ბავშვი და 953 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
გაეროს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობას ჭრილობები მიყენებული აქვთ სხვადასხვა საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიით დაბომბვისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად.