პრემიერ მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგინების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

როდის მივა ყოველწლიური ანგარიშით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში, დღეს გახდება ცნობილი. მთავრობის მეთაურს ოპოზიციის მწვავე კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. მათ შორის ეპიდემიის შემდგომ ეკონომიკურ კრიზისზეც.

ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რაში დაიხარჯა ან იხარჯება ის მილიარდები, რომელიც პანდემიის პირობები ხელისუფლებამ ევროპიდან მოიზიდა. პრემიერს პასუხების გაცემა მოუწევს ასევე გადასახადების დაწევაზეც და რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებაზეც საქართველოში.

კითხვები იგეგმება, რას დაამსგავსეს ქვეყნის ეკონომიკა, რა უყვეს იმ 5.5 მილიარდს, რომელიც ევროპიდან მოიზიდეს სესხების და გრანტების სახით. პირდაპირ მოსახლეობისთვის გასაცემად 10%-იც კი არაა ჩადებული ბიუჯეტში, ერთადერთი ქვეყანა იქნება საქართველო, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს ფულადი დახმარება არ მისცა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

პრემიერი ყოველწლიური ანგარიში 105 გვერდიანია. ის კოვიდ19-ის ეპიდემიას, ქვეყნის საგარეო კურსს, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ადამიანის უფლებებსა და განათლებას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი