მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ და რუსი ოკუპანტების მიერ, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 21 ათასს გადააჭარბოს.
ბოიჩენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები ცხედრებს აგროვებენ, სარდაფებში ინახავენ და შემდეგ ანადგურებენ რათა ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები დამალონ.
"სამწუხაროდ დაღუპული ადამიანების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მას შემდეგ რაც ბრძოლებმა ქუჩაში გადაინაცვლა, სათვალავი აგვერია. დათვლა შეუძლებელი გახდა. მოქალაქეების უმრავლესობა, ავიაციამ, ზალპურმა ცეცხლმა და არტილერიამ იმსხვერპლა. ამასთან შეუძლებელია ცხედრების შეგროვება, რადგან მტრის ავიაცია, ყოველ ნახევარი საათის განმავლობაში ბომბავს მარიუპოლს, ჩვენი მონაცემებით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა. ასევე ინფორმაცია გვაქვს, რომ ოკუპანტები ცხედრებს აგროვებენ და სარდაფებში ინახავენ, შემდეგ კი უნადგურებენ, რათა თავიანთ სიმხეცე და ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები დამალონ. ეს არის გენოციდი და სამხედრო დანაშაული", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო
შეგახსენებთ, ქალაქი მარიუპოლი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.