"სკეპტიკურად ვუყურებთ ამ დელეგაციაში მონაწილეობას" - ოპოზიცია უკრაინაში შესაძლოა ცალკე წავიდეს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია უკრაინაში შესაძლოა ცალკე დელეგაციით გაემგზავროს. როგორც ენმ-ს დეპუტატი, ლევან ბაჟაშვილი აცხადებს, სკეპტიკურად უყურებენ "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად გამგზავრების შესაძლებლობას: 

"სკეპტიკურად ვუყურებთ ამ დელეგაციაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ვიცით რა , "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბუჩას ტრაგედიასთან დაკავშირებულ პოზიციებთან მიმართებაში.  ამიტომ შეიძლება არც ღირდეს ამ დელეგაციაში მონაწილეობა და ვიფიქროთ ცალკე, როგორც ერთიანმა ოპოზიციამ, ცალკე სოლიდარობა გამოვხატოთ, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი