ФСБ-ს მაღალჩინოსანი, სერგეი ბესედა ციხეში გადაიყვანეს - telegraph

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგეი ბესედა, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ციხეში გადაიყვანეს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება. 
68 წლის გენერალ-პოლკოვნიკი საგარეო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და ის თანხების მითვისება-გაფლანგვაშია ბრალდებული. 
ლეფორტოვოს საპყრობილე, სადაც ФСБ-ს მაღალჩინოსანი ამჟამად იმყოფება, თავისი განსაკუთრებული რეჟიმით გამოირჩევა და როგორც წესი იქ სასჯელს სახელმწიფოსა და რეჟიმის ღალატისთვის იხდიან. 
სერგეი ბესედა რუსეთის ეფ-ეს-ბეს მე-5 სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაზე, მათ შორის უკრაინაზეც იყო პასუხისმგებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი