რუსი ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში "აღლუმის" გამართვას გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას, მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო Telegram-ში, საკუთარ არხზე ავრცელებს.
ანდრიუშჩენკო წერს, რომ რუსების მიერ მარიუპოლის "ხელმძღვანელად" დანიშნულმა კონსტანტინ ივაშჩენკომ, მიიღო დავალება, "აღლუმის" უზრუნველსაყოფად ცენტრალური უბნები ნანგრევებისა და დაღუპულთა ცხედრებისგან გაწმინდოს.
"ჩვენი ინფორმაციით, ივაშჩენკომ 9 მაისს "აღლუმის" უზრუნველსაყოფად ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილის ნამსხვრევებისაგან და დაღუპულთა ცხედრებისგან გაწმენდის ბრძანება მიიღო. ოკუპანტები "სპეცოპერაციის" წარმატების შემთხვევაში, მარიუპოლში "გამარჯვების კარნავალის" გამართვას გეგმავენ", - წერს ანდრიუშჩენკო.
მისივე თქმით, მიუხედავად კონტროლის არარსებობისა, ოკუპანტები ასევე ცდილობენ, ქალაქში მშვიდობიანი ცხოვრების სურათი შექმნან და სასწავლო პროცესის განახლებასაც აპირებენ.
"ემზადებიან სასწავლო პროცესის დასაწყებად მე-4, მე-9 და მე-11 (მე-12) კლასებისთვის. 53-დან ერთადერთი დაუზიანებელი სკოლა აირჩიეს სწავლის გასაახლებლად", - წერს ანდრიუშენკო
შეგახსენებთ, ქალაქი მარიუპოლი ოკუპანტებს 1-ლი მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.