
ფინეთის პრემიერმინისტრის აცხადებს, რომ თვეების ნაცვლად, სავარაუდოდ, მომავალ რამდენიმე კვირაში გადაწყვეტენ, გააკეთონ თუ არა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი.
შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, სანნა მარინმა თქვა, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო იქნება შვედეთთან კოორდინაცია.
"არანაირ გრაფიკს არ დავდებ, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. კვირებში და არა თვეებში", - თქვა ფინეთის პრემიერმა.
ფინეთის პარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო ანგარიში უსაფრთხოების გარემოში ცვლილებების შესახებ, მას შემდეგ რაც მეზობელი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ანგარიშს, სავარაუდოდ, დეპუტატები ხელს მოაწერენ და დღეს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.