ოკუპანტებმა უკრაინიდან იძულებით, 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინიდან უკვე 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. ზელენსკიმ ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. 

"უბრალოდ წარმოიდგინეთ, ოკუპანტებმა რომ მთელი ტალინი აიღონ" - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები გადასახლებული უკრაინელების რუსეთის ფედერაციის ყველაზე შორეულ რაიონებში გადაყვანას ცდილობდნენ, ართმევენ საბუთებსა და პირად ნივთებს.

მისივე ინფორმაციით, შვილები დააშორეს მშობლებს და აპირებენ ბავშვების რუსული ოჯახებისთვის მიშვილებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი