"ალტ-ინფოს" კავშირი "ოცნებასთან" - "ლელო" კალაძეს კოტე მორგოშიასთან გარიგებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საკრებულოს ფრაქცია "ლელო " კახა კალაძეს "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კოტე მორგოშიასთან გარიგებაში ადანაშაულებს. საბა ბუაძის თქმით, თბილისის მერმა ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერს უკანონოდ გაუფორმა ხელშეკრულება, რომლითაც მან 100 ათას დოლარზე მეტის მოგება მიიღო. 

"კახა კალაძემ, კონსტანტინე მორგოშიას, მისცა შესაძლებლობა, რომ დაედო 100 ათას დოლარიანი ხელშეკრულება და დამატებით მიიღო, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი უძრავი ქონება. ამას ადასტურებს, როგორც ხელშეკრულებები, რომელიც მორგოშიას აქვს გაფორმებული ამ სამშენებლო კომპანიასთან, მათ შორის სუსიდან გამოჟონილი ფაილები, სადაც ნეიტრალური წყაროები საუბრობენ ზუსტად ამ ინციდენტზე. ჩვენ მივმართავთ საკრებულოს სარევიზიო კომისიას, რომ გამოიძიოს ეს კონკრეტული ფაქტი",- ამბობს საბა ბუაძე

ბუაძეს კალაძის ნაცვლად "ოცნების" წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა უპასუხა და ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი