
საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა რისკი, რომ "ქართული ოცნება" ჩააგდებს ცვლილებებს, მაინც რჩება. არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მმართველი პარტიიდან ყველაფერია მოსალოდნელი.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებულად ვერ ჩაითვლება, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლებული არ იქნება.
გინესის რეკორდული აფერისტის, ბოროტი მიუნჰაუნზენის, ივანიშვილის ხელში, არაფერია გამორიცხული, სანამ ორივე კენჭისყრას არ გაივლის და ე.წ. პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, სიმშვიდის წინაპირობა ნაკლებად გაგვაჩნია. პრინციპული შედეგია, 8 მარტის შეთანხმებით პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, რათა იგივე არ გაიმეოროს საარჩევნოდ ივანიშვილმა და პოლიტიკური დევნის განახლება ვერ გაბედოს სხვა ადამიანებთან მიმართებაში, - ამბობს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი კომიტეტის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აუცილებელია, რათა არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და ამ მიზნისთვის, ასევე აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტპატიმრების, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლება.