
შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყისა და არყის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის ნაწილია.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ 200-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, მათ შორის პუტინის შვილებს, აქტივები გაეყინებათ.