
ხელისუფლება და ოპოზიცია უკრაინაში ცალ-ცალკე წავლენ. შეთანხმება ვერ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა და დელეგაციას სწორედ ის უხელმძღვანელებს. ვიზიტი ერთდღიანი იქნება და პაპუაშვილის გარდა, უკრაინაში "ოცნებიდან" გაემგზავრებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, ოპოზიციას შესთავაზეს, რომ დელეგაციაში უმრავლესობის 3 და ოპოზიციის 3 დეპუტატი შესულიყო, რაც ოპონენტებმა არ გაიზიარეს, რადგან ითხოვდნენ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენლის ჩასმას, რაც საბოლოო ჯამში დელეგაციის შემადგენლობას 15 ადამიანამდე ზრდიდა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში მიდიან პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების.