20 მარტიდან 12 აპრილამდე მელიტოპოლში 70 ოკუპანტი დაუდგენელმა პირებმა მოკლეს - დაზვერვა "უცნობ პატრიოტებზე" წერს

გამოქვეყნდა:

უცნობი პატრიოტები ანადგურებენ ოკუპანტებს მელიტოპოლში - ამ დასათაურებით აქვეყნებს ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. მათი ცნობით, 20 მარტიდან 12 აპრილის პერიოდში დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ღამით პატრულირებისას, კომენდანტის საათის დროს,  70 რუსი სამხედრო მოკლეს, მათ შორის არიან კადიროველები

"გარდაცვალების მიზეზი - დანით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. საოკუპაციო ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავს ინფორმაციას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და მათი გარდაცვალების გარემოებების შესახებ.
არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მელიტოპოლში უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის მუშაობის შედეგია." ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა ვერ დაადგინეს ვინ გაანადგურა მათი სამხედროები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი