რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს სანქციები დაუწესა

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სანქციების სიაში მოხვდნენ აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის ხელმძღვანელობა და კომიტეტის თავმჯდომარეები.

"შემდგომი საპასუხო ზომები უახლოეს მომავალში იგეგმება, მათ შორის სანქცირებულთა სიაში მეტი ამერიკელის დამატება",-წერია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტმა 24 მარტს სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო დუმის 328 წევრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი