რუსეთი ადასტურებს, რომ "მოსკოვი" იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთი ადასტურებს კრეისერ Moskva-ზე ხანძარს. სამთავრობო RIA რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „ხანძრის შედეგად სარაკეტო კრეისერ Moskva-ზე აფეთქდა სამხედრო მარაგი. ხომალდი ხანძრის გამო სერიოზულად დაზიანდა,".
ამასთან, უწყება ამბობს, რომ კრეისერის ეკიპაჟი ევაკუირებულია, ხოლო ხანძრის მიზეზს ადგენენ.
გემი, რომელიც ომის პირველივე დღეს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა კუნძულ ზმეინიდან на х*й-ზე გაუშვეს, უკრაინელებმა გუშინ დაბომბეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი