რუსმა აგრესორებმა შესაძლოა, დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკა და კონსტანტინოვკაზე დარტყმები გააძლიერონ. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ხაზს უსვამს მის მუდმივ ინტერესს დონბასის მიმართ, სადაც რუსეთი უკრაინულ ძალებზე შეტევის განახლებისთვის ემზადება.
"კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ქალაქების ცენტრებზე განურჩეველი თავდასხმები განხორციელდა. კრამატორსკი და კონსტანტინოვკა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ასეთივე ძალადობის სამიზნე იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი ახლა უბრუნდება თავის ტრადიციულ სამხედრო დოქტრინას უკრაინის წინააღმდეგ ომში, რასაც მოწმობს ძალების კონცენტრაცია ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევისთვის, ასევე, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები.
მათივე ცნობით, ამ შეტევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება: "უკრაინული ძალები აგრძელებენ მარიუპოლის მუდმივ დაცვას და ზღუდავენ რუსული ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილებას".