უკრაინელებმა ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით 50-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით 50-ზე მეტი ოკუპანტი და 8 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.

"ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით მტერმა დაკარგა 54 რაშისტი და 8 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, "გრადი" და Т-72 ტიპის ტანკი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსმა ოკუპანტებმა უკვე 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი