დღეს დილის მონაცემებით, 196 ბავშვია დაღუპულია, თუმცა სამწუხაროდ ეს საბოლო რიცხვი არ არის - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა. მისი თქმით, სწორედ ბავშვებზე ინფორმაციების მოძიებით იწყება მისი ბიუროს ყოველი სამუშაო დღე.
დენისოვას განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზუსტი რიცხვიც უცნობია, რადგან ნანგრევებისგან ქალაქების გასუფთავება არ დასრულებულა, გარდა ამისა, მისი თქმით, უცნობია რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
"ვითვლით მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც საბოლოო მონაცემები არ გვაქვს, რადგან დანგრეული შენობების გასუფთავება არ დასრულებულა, ასევე არ ვიცით რა ხდება დროებით ოკუპირებულ ქალაქებში.
მტერი ინტენსიურად აგრძელებს კონვენციის დარღვევას. უკრაინული მხარე გენოციდის საკითხზე მუშაობს. გვაქვს ძალიან ბევრი სექსუალურ ძალადობის ფაქტი, რომლის მსხვერპლიც ქალები, ახალგაზრდა გოგოები და ბავშვები გახდნენ. მსგავსი დანაშაულის მტკიცებულებებს ყოველ დღე ვაწყდებით. რუსებმა უკრაინიდან 790 ათასი ადამიანის დეპორტაცია მოახდინეს. მათ შორის 150 ათასზე მეტი ბავშვია. გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებიც მშობლების გარეშე გაიყვანეს. ამასთან არსებობს შესაძლებლობა რომ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეებზე აშვილებენ. ამის ბრძანება პირადად პუტინმა გასცა.
ამასთან, მტერმა 1100 -მე მეტი ობოლი ბავშვი გაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც გასაშვილებლად გაამზადეს. კონვენციის თანახმად გენოციდია, რაც ფაქტებით მტკიცდება." ამბობს დენისოვა.
ომბუდსმენი ოკუპანტების მხრიდან, გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრისას ამბობს, რომ დაზარალებულთა შორის არიან ბიჭებიც და რომ ეს ადამიანები მზად არიან ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრონ.
გარდა ამისა, დენისოვას თქმით, ძალადობის ფაქტები რუსების მხრიდან ფიქსირდება ბელარუსის ტერიტორიაზეც:
"დღევანდელი მონაცემებით გაუპატიურების ძალიან ბევრი ფაქტია. ეს შეეხო როგორც ქალებს, ბავშვებს, ახალგაზრდა გოგოებს, ხანდაზმულ ქალებს, ასევე ბიჭებსაც. ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ეს ადამიანები აცხადებენ რომ მსოფლიომ ამის შესახებ უნდა გაიგოს და თანახმა არიან ხმამაღლა ისაუბრონ.
დაზარალებული ადამიანები გვიყვებიან იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც მათზე ახორციელებდნენ. როგორ ჩაჰყავდათ სარდაფებში და ზეწოლას ახდენდნენ. ოკუპანტებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდათ. ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც რუსეთში გაიყვანეს და შემდეგ მათ კვალი დაიკარგა.
ჩვენ გოგოებს და ბიჭებს აიძულებდნენ რუსი ჯარისკაცების წინაშე გაშიშვლებულიყვნენ, თითქოს შემოწმების მიზნით. ეს მიუღებელია. მსგავსი ფაქტები ბელარუსშიც დაფიქსირდა, ამიტომ ლუკაშენკოც ისეთივე დამნაშავეა, როგორც პუტინი, რადგან ის დიქტატორს ეხმარება." ამბობს უკრაინის ომბუდსმენი.
ლუდმილა დენისოვა თქმით, განსხვავებით რუსული მხარისგან, უკრაინაში რუს სამხედრო ტყვეებს კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ნორმის დაცვით ექცევიან და მათი უფლებები დაცულია:
"რაც შეეხება ტყვეებს, მე პირადად მოვინახულე ყველა რუსი სამხედრო ტყვე, რომელიც უკრაინელებმა აიყვანეს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ყველა მათგანის უფლებები დაცულია. უკრაინული მხარე იცავს ტყვეებთან დაკავშირებულ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ნორმას. სამწუხაროდ ოკუპანტები ამას არ აკეთებენ. დარღვეულია უკრაინელი ტყვეების უფლებები. ეს დანაშაულებრივი მოქმედებების კიდევ ერთი მტკიცებულებაა." განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.