მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუშაობას კიევში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის რექტორი, მიკოლა ტროფიმენკო ავრცელებს.
ტროფიმენკოს ცნობით, სასწავლო პროცესი ქვეყნის სხვა ქალაქში გადაინაცვლებს მანამ, სანამ უნივერსიტეტი სრულად არ აღდგება.
"ჩვენი მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუშაობას უკრაინის სხვა ქალაქში განაახლებს. გუნდმა გადაწყვიტა განაახლოს მუშაობა ქვეყნის სხვა ქალაქში. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს უნივერსიტეტს, გავაუმჯობესებთ მას. ჩვენ შევძლებთ მის გადარჩენას და აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს ლამაზ ქალაქში, აღვადგენთ და ავაშენებთ მას“, - ამბობს ტროფიმენკო
შეგახსენებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია.