მასკი მზადაა, Twitter-ის შესაძენად 40 მილიარდზე მეტი გადაიხადოს

გამოქვეყნდა:

ილონ მასკს Twitter-ის შეძენა სურს. ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს და წერს, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი მზადაა, კომპანიის შესაძენად 40 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადოს. 

მანამდე, 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მასკმა Twitter-ის აქციების 9.2% 2.89 მილიარდ დოლარად შეიძინა და კომპანიის ყველაზე დიდი აქციონერი გახდა.

წილის შეძენის შემდეგ, მასკი Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრად მიიწვიეს, თუმცა მან პოზიცია პირველივე დღეს დატოვა. მასკმა Bret Taylor-თან მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ კომპანია სიტყვის თავისუფლების გავრცელებას ხელს აღარ უწყობდა და კომპანიისთვის კერძო მფლობელის ხელში გადასვლა აჯობებდა.

ილონ მასკმა US Securities and Exchange Commission-ისთვის წარდგენილ ანგარიშში თქვამ, რომ მზადაა, Twitter-ის თითო აქცია 54,20 დოლარად შეიძინოს, რაც ჯამში 41,4 მილიარდ დოლარს ნიშნავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი