ლუდომანი ბუღალტერი იმუქრება | "მთავარის" ინფორმაციით, დაკავებამდე "ოცნების" მაღალჩინოსნებს შეტყობინებები დაუგზავნა

გამოქვეყნდა:

აზარტული თამაშების მოყვარული ბუღალტერი იმუქრება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებამდე, ლეილა წკრიალაშვილმა "ოცნების" მაღალჩინოსნებს შეტყობინებები დაუგზავნა და უთხრა, რომ თუ ხელს მხოლოდ მას შეაწმენდენ, ყველას დაასახელებს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბიუჯეტიდან მოპარული დიდი ფულის შემდეგ, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ფინანსური გარღვევაა, თანამშრომლების ნაწილი ხელფასს თვეებია ვერ იღებს. 

"3 თვის ხელფასი არ ჩამირიცხეს. აიღო ძალიან ბევრმა თანამშრომელმა, მხოლოდ 20-მდე თანამშრომელს არ ჩაგვერიცხა. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით გადაანაწილეს. ან ჩარიცხვები, ან არჩარიცხვები. კითხვის ნიშნები დღესაც მაქვს, არავინ პასუხი არ გამცა, რატომ არ ჩამერიცხა. ერთადერთი პასუხი ის იყო, რომ სახელფასო ფონდი არ გვაქვს, თანხები არ გვაქვს და ხელფასს ვერ გირიცხავთ. 900 ლარი ამ სამი თვის განმავლობაში, ალბათ გადამისამართება ჰქონიათ ტოტალიზატორებში", - ამბობს სააგენტოს თანამშრომელი.

აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, რომ დამოუკიდებლად საეჭვო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებდა ისე, რომ მის ხელმძღვანელ პირებს არ სცოდნოდათ. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ სუსი ამ საქმე სათანადოდ არ გამოიძიებს და ლეილა წკრიალაშვილს გააჩუმებს. 

"ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო, ამ ოდენობის თანხის გატანა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისე, რომ სხვა თანამშრომლებს და მით უმეტეს,ხელმძღვანელ პირებს არ სცოდნოდათ ამის თაობაზე. სამწუხაროდ მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმუმ ამ საქმეში ეს ქალბატონი დაისაჯოს და ამ საქმის თაროზე შემოდება იმისათვის, რომ მომავალში ამ საქმეში ფიგურანტმა პირებმა, თუნდაც ოცნების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისაგან თავი შეიკავონ. ამ შემთხვევაში გაცოცხლდება ეს საქმე და მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული", - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერმა მერიის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი, აზარტულ თამაშებში გაფლანგა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი