რუსი ოკუპანტები, რომლებიც ბოროდიანკაში, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მოსახლეობას - მედია ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ჟურნალისტებმა დაადგინეს ფსკოვის ოლქიდან ის რუსი სამხედროები, რომლებიც ბოროდიანკაში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. მათი საშუალო ასაკი 22 წელია - "რუსების "ელიტური" პოლკის უმეტესობას უმაღლესი განათლება არ აქვს" - წერს მედია.

უფრო კონკრეტულად:

20 წლის რიგითი პავლო პეტროვი - ჯარში გაიწვიეს სულ მცირე ერთი წლის წინ, იქამდე კი ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.

ანატოლი ვოზისოვი - ოცმეთაურის მოადგილე და საბრძოლო მანქანის მეთაური 31 წლის; აქვს მხოლოდ 11 კლასის განათლება;

დიმიტრი გორბუნოვი - 27 წლის, საბრძოლო მანქანების მეთაური; ასევე არ აქვს უმაღლესი განათლება. 

"უკრაინაში შეჭრამდე დმიტრო აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ  სვამდა არაყს, ჭამდა ხიზილალას და უყურებდა საბჭოთა ფილმებს. რუსმა მოახერხა ქორწილის გადახდაც და დასასვენებლად ოკუპირებულ ყირიმში წასვლაც"- წერს UNIAN.

კონსტანტინე მარტიანოვი - 25 წლის - 11 კლასის დამთავრების შემდეგ, 2016 წელს ჯარში ჩაირიცხა. მისი და სოციალურ ქსელებში ოკუპანტთან ერთობლივ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს და ავრცელებს პროპაგანდისტულ მესიჯებს.

ასევე იდენტიფიცირებულია 25 წლის მძღოლი-მექანიკოსი, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ტიმოფეევი.

19 წლის კაპრალი, ვლადისლავ იაკიმოვიჩი - სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და საოკუპაციო ჯარში წავიდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი