"რუსეთის მუქარა ჩვენს ერთობას მხოლოდ აძლიერებს" | დიდი ბრიტანეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფო შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. 

"რუსეთის მუქარა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით, ახალი არ არის და ჩვენს ერთობას მხოლოდ აძლიერებს. შვედეთი და ფინეთი თავიანთი მომავალის არჩევაში თავისუფალი არიან, ყოველგვარი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს მათ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ", - წერს ლიზ ტრასი

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით ამზადებს  წინადადებას ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან რუსეთის მხრიდან ძალების გაძლიერების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი