გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 107 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

გამოქვეყნდა:

გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ავჭალაში მცხოვრებ მხცოვან ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა. ქალბატონი 107 წლის გახდა. 

ნინა ქოჩქიანი კოდორის ხეობაში დაიბადა. წლების მანძილზე იგი მუშაობდა პედაგოგად, შრომობდა ფიზიკურად, ზრდიდა თაობებს, მის შვილიშვილებს უკვე შვილიშვილები ჰყავთ. დღეს კი, როგორც საქართველოში მცხოვრებ პენსიონერთა უმრავლესობას, მთავრობისგან არანაირი დახმარება არ მიუღია. პენსია მედიკამენტებშიც არ ჰყოფნის.

რამდენი 100 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში და არ უნდა ჰქონდეთ პრობლემები, მაგრამ აქვთ ეს პრობლემები. მეფის რუსეთიდან ოლიგარქამდე მოვიდა ქალბატონი ნინა, მაგრამ ვერაფრით იფიქრებდა, რომ სიბერეში ექნებოდა შიში, რომ მედიკამენტის შესაძენი ფული არ ექნებოდა, - ამბობს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულად უზრუნველყოფილ სიბერეს და ამ ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი