დაკარგული 10 მილიარდი და გამქრალი გენერალიტეტი | პუტინი შურისძიებას იწყებს

გამოქვეყნდა:

კრემლში შიდა კლანური დაპირისპირება და დამნაშავეების ძებნა დაიწყო. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი შურისძიებას იწყებს და მისი პირველი მსხვერპლი ძალოვნები ხდებიან.

მთელ მსოფლიოში, არაფორმალური წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი ინფარქტის შესახებ. სხვადასხვა ცნობებით, სერგეი შოიგუ რეანიმაციაშია გადაყვანილი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

პუტინის კიდევ ერთი მსხვერპლია სერგეი ბესედა, ეფესბეს გენერალი, რომელიც უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების სიზუსტეზე იყო პასუხისმგებელი.

და ამით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიება არ მთავრდება. პუტინი აპატიმრებს ყველას, ვინც ოდნავ მაინც არ გაუმართლა მოლოდინი და ვერ შეძლო ბლიც-კრიგის ტემპში უკრაინის დამორჩილება. ვლადისლავ სურკოვი, რომელიც გარკვეულ წრეებში პრეზიდენტის მემკვიდრედაც კი მიიჩნეოდა, ახლა შინა პატიმრობაშია.

დაკავება ემუქრება პუტინის კიდევ ერთ ყოფილ თანაშემწეს არკადი დვორკოვიჩს. დამარცხებაში დამნაშავეთა გარდა კრემლის დიქტატორი ქურდებსაც ეძებს - მაღლჩინოსნებს, რომლებმაც უგზო-უკვლად გააქრეს 10 მილიარდი დოლარი, რომელიც რუსული არმიის მოდერნიზებისთვის იყო გამოყოფილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი