
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში იმყოფებოდა. იგი ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა, რაზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა გაზის გაყვანილობა დაავიწყდათ, ასევე გაუმართავი აღმოჩნდა სანიაღვრე არხებიც, რის გამოც ქუჩა ხელახლა გადათხარეს.
მერამდენე დღეა ქუთაისში დავდივარ, ბარათაშვილის ქუჩა, 1,100 ათასი ლარია დახარჯული ვითომ რაღაცის გაკეთებაში. მერე მოვიდნენ, თხლად დაგებული ასფალტი აყარეს და ახლა აკეთებენ სანიაღვრეებს. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რადგან 12 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელზეც წურბელებივით აზის "ქართული ოცნების" დეპუტატები, მერები, პარლამენტარები, ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
ვაშაძის თქმით, ასეთ ვითარებას ქვეყანა და მისი ეკონომიკა დიდხანს ვერ გაუძლებს.