”რუსული სამყარო - ეს ომია” | BBC-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმია მოვიდა უკრაინელი ერის გასანადგურებლად - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში და აღიარა, რომ მას უჭირს ყურება, თუ როგორ ანადგურებენ პუტინის მიერ გაგზავნილი ჯარები ქალაქებს და კლავენ ხალხს, მაგრამ მას ცრემლი არ დაუღვრია. 

ზელენსკიმ თქვა, რომ დონბასისთვის ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ უკრაინა დანებებას არ აპირებს. 

"ჩვენ არ შეგვიძლია წასვლა. ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა ან სხვა მიწა. ეს არის ჩვენი სახლი. მე ვიცი, რისთვის ვიბრძვით", - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ის კორესპონდენტ კლაივ მაირის კიევში, ხუთშაბათს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ რუსული არმია იყენებს გადამწვარი მიწის ტაქტიკას და ტოვებს განადგურებულ ქალაქებს.ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, როდესაც ბუჩა ნახა. 

"საშინელი გრძნობა. ეს სისასტიკე... მე მქონდა ყველა ემოცია. უნდა ვაღიარო, რომ ეს იყო ცუდი ემოციები. ბუჩაში ნანახის შემდეგ სიძულვილის გარდა არაფერი მიგრძვნია. რუსი სამხედროების მიმართ სიძულვილის გარდა... მათი ფილოსოფია არის - თითქოს მოვიდნენ ხალხის ნაცისტებისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ რეალურად მათ გაათავისუფლეს ეს ტერიტორიები სიცოცხლისგან. ეს [სიცოცხლე] იქ უბრალოდ აღარ არის. გამუდმებით ამბობენ, რომ რაღაცას იცავენ, „რუსულ სამყაროს“ იცავენ. ეს „რუსული სამყარო“ ღია რუსული ომია და იქ, მაპატიეთ, მშვიდობის სუნი არ დგას“.“,- თქვა ზელენსკიმ. 

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რატომ დაიწვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი „მოსკვა“, ზელენსკიმ უპასუხა:

"რა ხდება რუსეთის ფედერაციის არმიაში, რომელიც თავს დაგვესხა ჩვენ, რომელიც არის ოკუპანტი, რომელიც ბლოკავს, სხვათა შორის, შავ ზღვას - გულწრფელად არ მაინტერესებს“,- უპასუხა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი