მოლდოვა რუსულ არმიას მოქალაქეების გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობითმოლდოვამ დაადანაშაულა რუსეთის არმია მოლდოვის მოქალაქეების გადაბირების მცდელობაში, მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოსკოვი თავისი ძალების შევსებას უკრაინაში სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონიდან ცდილობდა.  

"ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობას ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. ასეთი რამ ძალიან საშიშია და უნდა შეწყდეს", -თქვა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.

გამოცემის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთი აგროვებს ჯარებს რამდენიმე რაიონში, მათ შორის დნესტრისპირეთში, უკრაინაში "შემდგომი ესკალაციისთვის". ბრალდებებს უარყოფს დნესტრისპირეთის ხელისუფლება. 

ცნობისთვის, დნესტრისპირეთი არის ტერიტორია, რომელსაც მართავენ პრორუსი სეპარატისტები. მდებარეობს მოლდოვას აღმოსავლეთით და დაახლოებით 40 კმ-ის დაშორებითაა უკრაინის პორტ ოდესასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი