დონბასში მტრის ექვსი შეტევა მოიგერიეს: ოკუპანტებმა დაკარგეს ტანკები, ჯავშანტექნიკა და ქვეითთა საბრძოლო მანქანები - ინფორმაციას ერთობლივი ძალების ოპერაცია ავრცელებს. უკრაინელმა დამცველებმა, მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.
"დღეს, 14 აპრილს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ოკუპანტების 4 ტანკი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, 4 ქვეითი საბრძოლო მანქანა და ერთი მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა" - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, უკრაინელი მცველები აგრძელებენ მტრის განადგურებას დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით.