ბუჩაში მასობრივი საფლავებიდან ამოსვენებული ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს - ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

ბუჩაში მასობრივი საფლავებიდან ამოსვენებული ცხედრების თითქმის 85%-ს ნატყვიარი აქვს, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ოკუპანტებმა განზრახ მკვლელობები ჩაიდინეს.

"ეს ნიშნავს, რომ ბუჩაში განზრახ მკვლელობები მოხდა", - თქვა ფედორუკმა.

ამასთან, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ტერიტორიაზე მოქალაქეების ცხედრების ამოსვენება სავარაუდოდ, დღეს დასრულდება. ცხედრები მორგში გაიგზავნება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ახლობლებს დასაკრძალად გადაეცემათ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი