"მარიუპოლზე ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია" - ამის შესახებ აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ განაცხადა.
მებრძოლები ქვეყნის ხელმძღვანელობისგან სამხედრო-პოლიტიკურ ქმედებებს ელოდებიან. სვიატოსლავ პალამარის თქმით, სამხედროებს საბრძოლველად საკმარისი სულისკვეთება და მოტივაცია აქვთ.
"ჩვენ იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვიბრძვით. ველოდებით ქმედებებს ჩვენი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დებლოკადასთან დაკავშირებით და გამარჯვებას ამ ომში. მიგვაჩნია, რომ დებლოკადა შესაძლებელია. მებრძოლებს საკმარისი სულისკვეთება აქვთ, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა", - თქვა პალამარმა.
ცნობისთვის, ქალაქი მარიუპოლი 2 მარტის შემდეგ რუსი ოკუპანტების ალყაშია. ქალაქის თითქმის სრულად განადგურდა, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" მუდმივად არღვევს და ქალაქის მიმართულებით გახსნილ ჰუმანიტარულ დერეფნებს თავს ესხმის.