ხერსონში, ქალაქი ალიოშკი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში, ქალაქი ალიოშკი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. ინფორმაციას ქალაქი მერი, ევგენი რიშჩუკი ავრცელებს.

"რუსეთის დროშა უკვე ჩამოკიდებულია ქალაქის ადმინისტრაციაზე, ახლა ისინი ქალაქში მთლიანად შედიან. სამწუხაროდ, ახლა ქალაქში პატრულირების საკითხი დადგა. ჩვენი პოლიციელები მათთან არ ითანამშრომლებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსებს მოუწევთ პატრულირება. მათ ხელში კი თუ კომენდანტის საათს დაარღვევ, დაგხვრეტენ", - თქვა რიშჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი